ავტორიზაცია

დღეს ჩემპიონთა ლიგის ორი 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა

დღეს ჩემპიონთა ლიგის ორი 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა
თარიღი 16 აპრ 2024, 12:35
დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ორი განმეორებითი მატჩი გაიმართება და 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა - ორივე მატჩში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ბარსელონა V პსჟ (პირველი მატჩის შედეგი: 3-2)

პირველი მატჩის შემდეგ, ბარსელონამ უპირატესობა მოიპოვა და 1/2 ფინალურ საგზურთან ახლოს არის - ჩავის გუნდმა პარიზში მეტოქე 3-2 დაამარცხა.

გუნდები ერთმანეთს ბარსელონაში ბოლოს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონში შეხვდნენ, სადაც პსჟ-მ მეტოქე მარტივად, 4-1 დაამარცხა. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი თანაფარდობაა - 2-2 მოგება და 1 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა
: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელუ, გუნდოგანი, დე იონგი, პედრი, რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი
პსჟ: დონარუმა, მენდეში, ერნანდესი, მარკინიოსი, ჰაკიმი, ვიტინია, ფაბიან რუისი, ზაირ-ემერი, მბაპე, დემბელე, რამოში

დორტმუნდი V ატლეტიკო (პირველი მატჩის შედეგი: 1-2)

დაძაბული მატჩი გაიმართება გერმანიაში, სადაც დორტმუნდი სიგნალ იდუნა პარკზე ატლეტიკოს მიიღებს - პირველი მატჩის შემდეგ მცირე უპირატესობა სტუმართა მხარეს იქნება.

გუნდების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში მცირე უპირატესობა ესპანელებს აქვთ - 3 მოგება და 2 წაგება. აღსანიშნავია, რომ სიგნალ იდუნა პარკზე გამართულ ბოლო მატჩში დორტმუნდმა ატლეტიკო 4-0 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები:

დორტმუნდი: კობელი, რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი, ზაბიცერი, ემრე ჯანი, ბრანდტი, მალენი, ფულკრუგი, სანჩო.
ატლეტიკო: ობლაკი, ვიტსელი, ხიმენესი, ასპილიკუეტა, მოლინა, ლორენტე, კოკე, დე პოლი, რეინილდო, მორატა, გრიზმანი.