ავტორიზაცია

დღეს დედლაინია?! ბაიერნი კეინს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს

დღეს დედლაინია?! ბაიერნი კეინს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს
თარიღი 04 Aug 2023, 22:36
მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინს წლიურად 25 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფორვარდი მიუნხენურ კლუბში კვირაში 480 ფუნტს მიიღებს, რაც ევროში დაახლოებით 556 ათასს შეადგენს და წელიწადში თითქმის 29 მილიონია.

ეს ორჯერ მეტია იმაზე, რასაც ახლა კეინი „ტოტენჰემში“ იღებს. თუმცა, ლონდონური კლუბი თავადაც მზად არის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.

როგორც იწერება, „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი დანიელ ლევი დღეს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილება, გაყიდოს თუ არა ჰარი კეინი.