ავტორიზაცია

"დღეს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ისეთი გრანდის წინააღმდეგ, როგორიც ბარსელონაა" — მარესკა

"დღეს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ისეთი გრანდის წინააღმდეგ, როგორიც ბარსელონაა" — მარესკა
თარიღი 26 Nov 2025, 12:25
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, ბარსელონას დამარცხების შემდეგ, ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთმელმა, ენცო მარესკამ კომენტარი გააკეთა.

"დღეს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ისეთი გრანდის წინააღმდეგ, როგორიც ბარსელონაა. ვიცოდით, რომ მეტოქე მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც ბურთს აკონტროლებს და თავიდანვე ვეცადეთ, რომ პოზიციები არ დაგვეთმო."

"ესტევაოს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და გოლის გატანის გარდა, ის გუნდს პრესინგში აქტიურად ეხმარე
ბოდა. ის ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და გოლი ძალიან სჭირდებოდა. ძალიან დიდი წნეხია ესტევაოზე, იამალზე და სხვა ახალგაზრდა ტალანტებზე, როდესაც მესის და რონალდუს ადარებენ" — ენრო მარესკა.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ ჩელსის 10 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ენცო მარესკას გუნდი იტალიაში ჩავა და ატალანტას დაუპირისპრიდება.