ავტორიზაცია

"დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, ულამაზესი გოლები გავიტანეთ", - არტეტა

"დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, ულამაზესი გოლები გავიტანეთ", - არტეტა
თარიღი 16 Apr 2021, 13:23

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ევროპა ლიგაზე "სლავიასთან" (4:0) გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ გუნდის დაცვაში თამაში გამოარჩია.

ესპანელი სპეციალისტი თავისი გუნდის გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა.

"ძალიან ლამაზი გოლები გავიტანეთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გოლი არ გაგვიშვია. ეს ზრდის საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ".

"დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, ძალიან დამაჯერებლად, აგრესიულად, მაღალი პრესინგით. თითოეული ჩვენი შეტევა სახიფათოდ გამოიყურებოდა".

"თავიდან გავიტანეთ გოლი, რომელიც გაუქმდა, მე კი მომეწონა ის, თუ როგორი რეაგირება მოახდინა გუნდმა ამაზე", - ციტირებს უეფას პრესსამსახური არტეტას სიტყვებს.