ავტორიზაცია

დღეს, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა დაიწყება - მატჩების განრიგი

დღეს, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა დაიწყება - მატჩების განრიგი
თარიღი 12 სექ 2020, 04:19
12 სექტემბერს, ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დაიწყება.

დღეს, ლა ლიგაში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:
ეიბარი - სელტა, 18:00 საათი
გრანადა - ბილბაო, 20:30 საათი
კადისი - ოსასუნა, 23:00 საათი

დღეს, პრემიერ ლიგაში შემდეგი მატჩები გაიმართება:
ფულჰემი - არსენალი, 15:30 საათი
კრისტალ პალასი - საუთჰემპტონი, 18:00 საათი
ლივერპული - ლიდსი, 20:30 საათი
ვესტ ჰემი - ნიუკასლი, 23:00 საათი

ის გუნდები, რომლებიც ევრო ტურნირებზე აგვისტოში თამაშობდნენ მცირე შეღავათი ექნებათ. პრემიერ ლიგამაც და ლა ლიგამაც მათ უფლება მისცა, რომ სეზონი 1 კვირით გვიან დაიწყონ.

შესაბამისად, ლა ლიგაში ბარსელონა და რეალი პირველ ტურში არ იასპარეზებენ. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, იქ "მანჩესტერი" და "სიტი" ისვენებენ.