"დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტს ჩემი რეაქციის გამო" - ვინისიუს ჟუნიორი

ლა ლიგის მე-10 ტურში ელ კლასისკოს შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს რეალ მადირდი და ბარსელონა დაუპირპირდნენ, გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ (2:1), თუმცა მატჩის 72-ე წუთზე ჩაბი ალონსომ ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა, რასაც ბრაზილიელის მხრიდან საკმაოდ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ხოლო დღეს, ამის შესახებ ფეხბურთელმა საჯაროდ ისაუბრა და მადრიდისტებს ბოდიში მოუხადა.
„დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტს ჩემი რეაქციის გამო, როდესაც ელ კლასიკოში შემცვალეს.
ისევე, როგორც უკვე გავაკეთე პირადად დღევანდელი ვარჯიშის დროს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში ჩემს თანაგუნდელებს, კლუბს და პრეზიდენტს.
ზოგჯერ ვნება მძლევს, რადგან ყოველთვის მინდა გამარჯვება და ჩემი გუნდის დახმარება. ჩემი კონკურენტუნარიანი ხასიათი გამომდინარეობს ამ კლუბის და ყველაფრის მიმართ სიყვარულიდან, რასაც ის წარმოადგენს.
გპირდებით, რომ ყოველ წამს გავაგრძელებ ბრძოლას რეალ მადრიდის საკეთილდღეოდ, როგორც ამას პირველივე დღიდან ვაკეთებდი," - ვინისიუს ჟუნიორი.

