ავტორიზაცია

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მნიშვნელოვან მატჩს გამართავს

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მნიშვნელოვან მატჩს გამართავს
თარიღი 10 Oct 2025, 13:08
დღეს, საქართველოს 21-წლმდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. ლატვიასთან კი მიზანი აუცილებლად გამარჯვებაა.

ის ფეხბურთელები, რომელთაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, ახალი ფორმაციის ნაკრებში აღარ არიან და გუნდის თავკაცს ახალი გასაღების პოვნა უწევს, რათა კვლავ წარმატებული 21-წლამდე ნაკრები ვიხილოთ.

რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, პირველ ტურში ისინი ფავორიტ გერმანიასთან განადგურდნენ და მოტივაცია აქვთ, რომ ჩვენთან პირველი ქულები მოიპოვონ.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების მატჩი 10 ოქტო,ბერს, რიგაში, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).