ავტორიზაცია

დღეს ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი

დღეს ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი
თარიღი 25 აპრ 2024, 13:05
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატი 25-27 აპრილს გაიმართება, რაც შეეხება გუნდურ ტურნირს, ის 28 აპრილს ჩატარდება. დღეს ჩემპიონატზე 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: ვაჟა მარგველაშვილი (-66), ეთერ ლიპარტელიანი (-57) და ნინო ლოლაძე (-57).

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში სულ 15 ქართველი სპორტსმენი არის, აქედან 9 კაცი და 6 ქალი
საქართველოს ნაკრები:
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი;
-90 კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი;
-100 კგ - ილია სულამანიძე;
+100კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი;
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;
-63კგ - ეთერ ასკილაშვილი;
-70კგ - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია;
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

წინასწარი შეხვედრების დასაწყისი:
25 აპრილი - 12:30, 26 აპრილი - 12:00, 27 აპრილი - 12:30.
ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 19:00.
28 აპრილი - 10:30, ფინალური ბლოკი - 17:00.