ავტორიზაცია

"დღესაც იყო საშიშროება, რომ სწრაფი გოლი გაგვეშვა" — გიორგი მამარდაშვილი

"დღესაც იყო საშიშროება, რომ სწრაფი გოლი გაგვეშვა" — გიორგი მამარდაშვილი
თარიღი 07 Sep 2025, 20:31
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ბულგარეთს დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"ზოგადად უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს მატჩის სტარტზე, რადგან უკვე ბევრი თამაშია ოქტომბრიდან მოყოლებული ცუდად ვიწყებთ ხოლმე და ეს არ არის კარგი ნაკრებისთვის, უნდა გამოვასწოროთ. დღესაც იყო საშიშროება, რომ გაგვეშვა სწრაფი გოლი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ მოხდა."

"შემდეგ გამოვასწორეთ ჩვენი თამაში, დავიჭირეთ ტემპი, მოწინააღდმეგეც არ იყო დამაჯერებელი და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ჩემი სეივი? რომც ყოფილიყო დაძაბულობა, წინ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომ მაინც გავიმარჯვებდით" — გიორგი მამარდაშვილი.