"დღევანდელ მარცხზე სრულ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ" — პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ კედლებში ლევერკუზენი მიიღო და მოულოდნელად 0-2 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანჩესტერული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
"ეს არ იყო ის მატჩი, რასაც ველოდებოდით და ამისთვის სრულ პასუხისმგებლობას მე ვიღებ. გუნდში ტოპ ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ დღეს დაგვაკლდა რაღაც, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელია."
"რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს — ლევერკუზენი მოედანზე ძალიან კარგი იყო და გამართული ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ გვქონდა შანსები , თან მეტოქეზე მეტი, თუმცა, ვერ გამოვიყენეთ და მხოლოდ შანსებად დარჩა" — პეპ გვარდიოლა.
აღნიშნული მარცხის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 10 ქულა დარჩა და მე-6 ადგილზე იმოფება, ლევერკუზენი კი 8 ქულით მე-13 პოზიციაზეა. პეპ გვარდიოლას გუნდი მომდევნო ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს ესტუმრება.