"დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო" — ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, პსჟ ლევერკუზენს ესტუმრა და მეტოქე 7-2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გოლი და ასისტი გაიფორმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეხვედრის შემდეგ, პარიზული გრანდის 24 წლის ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა
"ტიტულის დაცვამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვიმუშაოთ, რადგან წინ რთული გზაა. რაც შეეხება ჩემს გოლს — ვფიქრობ, კარგი გოლი გამომივიდა, მაგრამ თავიდან ცოტა შემეშინდა, რადგან მეგონა, ბურთი კარს აცდა" — ხვიჩა კვარაცხელია.