ავტორიზაცია

"დღევანდელი მარცხიდან ბევრი რამ გვაქვს გასაანალიზებელი და სასწავლი" — ჩაბი ალონსო

"დღევანდელი მარცხიდან ბევრი რამ გვაქვს გასაანალიზებელი და სასწავლი" — ჩაბი ალონსო
თარიღი 10 Jul 2025, 12:04
2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, მადრიდის რეალი პარი სენ ჟერმენთან უშანსოდ, 0-4 დამარცხდა და ასპარზობას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.

"მატჩის დასაწყისმა ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. გვინდოდა, თამაში კონტროლით დაგვეწყო, რადგან ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით. მე-10 წუთისთვის სიტუაცია უკვე ძალიან გართულდა ჩვენთვის და ეს იმის ნიშანია, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ორი სწრაფი გოლის გაშვება გაცილებით მეტს მოითხოვს შენგან — იცი, რომ ბალანსი არ უნდა დაკარგო, რადგან მათ ძალიან მაღალი დონე აქვთ. დღევანდელი მარცხიდან ბევრი რამ გვაქვს გასაანალიზებელი და სასწავლი"
 — ჩაბი ალონსო.

2025 წლისმსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს პსჟ და ჩელსი დაუპირისპირდებიან კვირას, 13 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.