ავტორიზაცია

დი ფრანჩესკო კვერნაძეზე: "პერსპექტივაში შეუძლია ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს"

დი ფრანჩესკო კვერნაძეზე: "პერსპექტივაში შეუძლია ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს"
თარიღი 06 აგვ 2023, 10:48
გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" სერია A-ს ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძლობს. 

მზადების ფარგლებში ქართველის გუნდმა კორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, დი ფრანჩესკოს გუნდი "კოზენცას" 3:3 დაუზავდა. 

21 წლის ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო მეორე ნახევარში სრული გუნდი და მათ შორის გიორგიც შეიცვალა.

მატჩის შემდეგ "ფროზინონეს" მვავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კვერნაძის თამაშსაც შეეხო.

"ჩვენ დავიმატეთ კვერნაძე, რომელსაც კარგი მონაცემები აქვს. მან უნდა ისწავლოს გარკვეული მექანიზმები, მაგრამ უკვე ვნახეთ, როდესაც მოედანზე გამოდის, სახიფათოა და კარგად თამაშობს. 

მოედანზე პოზიციის შერჩევა უკეთ უნდა ისწავლოს, თუმცა პერსპექტივაში შეუძლია ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. 

ასევე უნდა ისწავლოს, როდის გააკეთოს დრიბლინგი, ეძებოს სხვაგვარი გამოსავალი ან ერთი-ერთზე ითამაშოს. ",- განაცხადა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ "ფროზინონე" 19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.