დი ფრანჩესკომ შესაძლოა ვერონა ჩაიბაროს
ეუსებიო დი ფრანჩესკო შეიძლება "ვერონას" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
თუმცა, სპეციალისტი ჯერ "კალიარის" უნდა შეუთანხმდეს, სიდანაც 2021 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მაგრამ მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაშია, რომელიც 2023 წელს იწურება.
სარდინიელებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დი ფრანჩესკო წლიურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.