ავტორიზაცია

დი ლორენცო მზადაა ზაფხულში ნაპოლი დატოვოს

დი ლორენცო მზადაა ზაფხულში ნაპოლი დატოვოს
თარიღი 04 აპრ 2024, 17:18
"ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ საკუთარ მომავალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ნეაპოლური გამოცემა Il Mattino იუწყება, მარჯვენა მცველი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი დატოვოს. 

წყარომ ასევე დაამატა, რომ იტალიელი მცველის ტრანსფერისთვის ინგლისური "ასტონ ვილა" იბრძვის. 

უნაი ემერის გუნდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელის გარემოცვასთან პოტენციური გარიგების განსახილველად.