დი ლორენცოს ოპერაცია ჩაუტარდა — ცნობილია როდის დაბრუნდება ნაპოლის კაპიტანი

იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში, ნაპოლის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.
32 წლის იტალიელი ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ნაპოლის ოფიციალური საიტის ცნობით, კაპიტანს ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანზე დაახლოებით 2 თვეში დაბრუნდება.
ანტონიოს კონტეს გუნდში ტრავმების ეპიდემიაა — ჯოვანი დი ლორენცოს გარდა ნაპოლის ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, ბილი გილმური, კევინ დე ბრუინი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, დავიდ ნერეში და მატეო პოლიტანო ვერ ეხმარებიან.

