დი მარია ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩში პსჟ-ს დახმარებას შეძლებს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ანხელ დი მარია საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ბორდოსთან" გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Le Parisien ავრცელებს.
33 წლის არგენტინელს ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემის გამო თებერვლის პირველი რიცხვების შემდეგ არ უთამაშია.
"პსჟ"-ს ლაზარეთში რჩებიან ალესანდრო ფლორენცი, ხუან ბერნატი, მარკო ვერატი, ნეიმარი და მაურო იკარდი.