დი მარიამ ბენფიკასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ანხელ დი მარია კიდევ ერთ სეზონს "ბენფიკაში" გაატარებს.
36 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამის შესახებ "ბენფიკას" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ დი მარია "ბენფიკაში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
გასულ სეზონში გარემარმა ლისაბონის "ბენფიკას" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.