ავტორიზაცია

დიახ, ის 38 წლისაა! - როგორია რონალდუს სტატისტიკა ბოლო 5 მატჩში?

დიახ, ის 38 წლისაა! - როგორია რონალდუს სტატისტიკა ბოლო 5 მატჩში?
თარიღი 23 სექ 2023, 00:48
საუდის არაბეთის ჩემპიონატში "ალ ნასრი" საკუთარ მოედანზე "ალ აჰლს" დაუპირისპირდა და 4:3 გაიმარჯვა.

მასპინძელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ტომ შეხვედრა ჩაატარა და დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 38 წლის რონალდუს "ალ ნასრის" მაისურით ბოლო 5 მატჩში საოცარი სტატისტიკა აქვს.

ბოლო 5 შეხვედრაში მან ჯამში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, მთელი სეზონი კი ჯერ კიდევ წინ არის.