ავტორიზაცია

"დიალოგი მართლაც შედგა", - მოურინიომ შესაძლოა ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს?

"დიალოგი მართლაც შედგა", - მოურინიომ შესაძლოა ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს?
თარიღი 25 დეკ 2021, 15:44

ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ამაჯუ პინიკმა, ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებების ფაქტი დაადასტურა.

„მოურინიოსთან საუბრები მქონდა. არ ვაპირებ ტყუილის თქმას, რომ ჩვენ არ გვისაუბრია, რადგან დიალოგი მართლაც შედგა.

მეტიც, მოურინიოს სპორტის მინისტრიც კი ელაპარაკა და ამაში ცუდი არაფერია.“ - ციტირებს პინიკის სიტყვებს ThisNigeria.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ „რომა“ ამ წლის ზაფხულში 2024 წლამდე ჩაიბარა. ამ სეზონში ჟოზეს გუნდმა 27 მატჩში 16 გამარჯვება მოიპოვა, 8-ჯერ დამარცხდა და კიდევ სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა.