Diario Sport: რუსი ფეხბურთელის ტრანსფერით ბარსელონა და რეალი ინტერესდებიან
ამჯერად, მოსკოვის "დინამოს" 19 წლის რუსი ნახევარმცველი, არსენ ზახარიანით ესპანური გრანდები "ბარსელონა" და "რეალი" ინტერესდებიან.
Diario Sport-ის ცნობით, ზახარიანს "ბლაუგრანა" უკვე აკვირდება, რადგან ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ასევე, გამოცემა ვარაუდობს, რომ მის მიმართ ინტერსესს "რეალიც" გამოთქვამს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელის დამატებას ლონდონის "ჩელსიმ" სცადა, მაგრამ 15 მილიონი ევროს გადახდის შესაძლებლობა არ მიეცა. ტრანსფერის მთავარ პრეტენდენტად კვლავ "არისტოკრატები" რჩებიან.
არსენ ზახარიანმა რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვური გუნდის ღირსებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე იცავს.