დიბალამ არაბები უარით გაისტუმრა - არგენტინელი რომაში რჩება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პაულო დიბალა რომაში დარჩება - მან ალ ქადსიას შეთავაზება უარით გაისტუმრა.
არაბული კლუბი არგენტინელ ფეხბურთელს 3 წელიწადში €75 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ "ლა ხოიამ" მათი წინადადება დაბლოკა, რადგან რომში დარჩენა სურს.
ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება აღარ შედგება.
დიბალა "ჯალოროსიში" 2022 წლიდან ასპარეზობს. ის გუნდს იუვენტუსიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პაულოს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.