დიდი ალბათობით, ფალკაო გალათასარაის დატოვებს

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ შესაძლოა თურქული გალათასარაი დატოვოს.
Marca-ს ინფორმაციით, თურქული კლუბი ფეხბურთელის გაყიდვისკენ თავად იხრება. ფალკაოს მიმართ ინტერესს ყატარის, საუდის არაბეთის და მლს-ის გუნდები იჩენენ.
გარდა ამისა იწერება, რომ ფალკაომ, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ თუ რომელიმე კლუბი მას 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, ის გალათასარაის დაუფიქრებლად დატოვებს.
ფალკაო სტამბოლურ გუნდში 2019 წელს მონაკოდან გადავიდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით. გასულ სეზონში მან თურქეთის ჩემპიონატის 17 მატჩში 9 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.