დიდი დანაკლისი — რეალმა ტრავმის გამო წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა

რეალ მადრიდმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი აურელიენ ჩუამენი დაკარგა.
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, 25 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც პირველადი ინფორმაციით 3-დან 4 კვირამდე იუქმებს. აურელიენ ჩუამენის გარდა, ტრავმა რეალ მადრიდის კიდევ 4 ფეხბურთელს აწუხებს, კერძოდ დანი კარვახალს, ანტონიო რუდიგერს, დავიდ ალაბასა და ფრანკო მასტანტუონოს.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდი 11 ტურის შემდეგ, ლა ლიგას 30 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჩაბი ალონსოს გუნდი 4 ტურის შემდეგ, 9 ქულით, მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდი 11 ტურის შემდეგ, ლა ლიგას 30 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჩაბი ალონსოს გუნდი 4 ტურის შემდეგ, 9 ქულით, მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

