ავტორიზაცია

დიდი დანაკლისით თურქეთთან — საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს

დიდი დანაკლისით თურქეთთან — საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს
თარიღი 04 Sep 2025, 13:08
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება და საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს თბილისში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება — ტრავმების გამო გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან.

მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში სამი დებიუტანტი ნოდარ ლომინაძე, გიორგი აბუაშვილი და გიორგი კვერნაძე გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი ქოჩორაშვილი

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, დინამო არენაზე გაიმართება და სტარტს 20 საათზე აიღებს.