ავტორიზაცია

"დიდი ხანია ტორპედოს ეს არ გაუკეთებია და ჩვენთვის დიდი მოტივაციაა", - სტივ კინის კომენტარი

"დიდი ხანია ტორპედოს ეს არ გაუკეთებია და ჩვენთვის დიდი მოტივაციაა", - სტივ კინის კომენტარი
თარიღი 27 Jul 2023, 03:20
"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა "აქტობესთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„აქტობეს ამ პრობლემაზე გვიან გავიგეთ და მეტოქის დასახმარებლად ჩვენმა კლუბმა ბევრი გააკეთა. საქმეში ჩაერთო ყველა, ვისაც დახმარება შეეძლო. ისინი ხვალ დილით გვესტუმრებიან და არამგონია, რომ ამის გამო „აქტობე“ მოუმზადებელი ჩამოვიდეს

სარაევო აქტიურად გვიტევდა და დაცვაში ყოფნა გვიწევდა, აქტობესთან სხვანაირი სურათი უნდა იყოს და თავიდანვე აგრესიულად უნდა ვითამაშოთ.

აქტობეზე ყველანაირი ინფორმაცია გაგვაჩნია – მოთამაშეებზე, მწვრთნელზე და მეტოქის ტაქტიკაზე. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ, ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩი მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორც ვითამაშებთ.

დიდი ხანია, ტორპედოს ევროტურნირების მეორე ეტაპზე არ უთამაშია. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. ასევე დიდი მოტივაციაა ჩვენი გულშემატკივრის მიერ ტრიბუნაზე შექმნილი ატმოსფერო და ქალაქი, სადაც ეს გუნდი უყვართ“, – განაცხადა კინმა.