დიდი სენსაცია ჩემპიონთა ლიგაზე — ბოლო/გლიმტმა ინტერი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ მატჩში ბოლო/გლიმტმა საკუთარ მოედანზე ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მე-20 წუთზე ფეტმა გახსნა და მასპინძლები დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე თავი ესპოსიტომ გამოიჩინა და წონასწორობა აღადგინა. 61-ე წუთზე, ჰაუგემ ბოლო/გლიმტი კვლავ წინ გაიყვანა, ზუსტად 3 წუთში კი ჰოგმა აიღო ინტერის კარი და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.
ჩემპიონთა ლიგის სხვა მატჩების შედეგები:
ყარაბაღი 1-6 ნიუკასლი
ბოდო/გლიმტი 3-1 ინტერი
ბრიუგე 3-3 ატლეტიკო
ოლიმპიაკოსი 0-2 ლევერკუზენი

