დიდი სენსაცია! ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა ინტერ მაიამი 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა

MLS-ის პლეი-ოფის 1/8 ფინალურ ეტაპზე "ატლანტა იუნაიტედმა" რეგულარული სეზონის გამარჯვებულ "ინტერ მაიამის" გადამწყვეტი მესამე მატჩი 3:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე რიოხასმა გახსნა. ამას "ატლანტა იუნაიტედის" გააქტიურება და ჯამალ გიარეს დუბლი მოჰყვა.
მეორე ნახევარში "ინტერ მაიამი" დიდ უპირატესობას დაეუფლა. 65-ე წუთზე ლიონელ მესიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა აქედან 10 წუთში სლიშმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:2).
აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ სრულად ითამაშა.
"ატლანტა" მეოთხედფინალურ ეტაპზე "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდება.
"ატლანტა" მეოთხედფინალურ ეტაპზე "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდება.