დიდი სენსაცია: ლოკომოტივი მეორე გუნდი საქართველოს თასის ფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში თბილისის "ლოკომოტივის“ მეორე გუნდი ითამაშებს. "ლოკომოტივი 2" საქართველოს ლიგა 4-ის ბინადარია.
დღეს, თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
რაც შეეხება ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს, საქართველოს თასზე "რკინიგზელებმა" შემდეგი გუნდები დააამრცხეს: "ვარკეთილი“, "სამგურალი“, "თელავი“, "გურია“ და თბილისის "საბურთალო“ დაამარცხა.
ეს დიდი სენსაციაა, თბილისური კლუბის დუბლშემადგენლობამ ნახევარფინალში "საბურთალო“ დაამარცხა. 120 წუთის განმავლობაში შეხვედრაში გოლი არ გასულა, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც "ლოკომოტივი 2“-მა 7:6 მოიგო.
დღეს, თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
რაც შეეხება ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს, საქართველოს თასზე "რკინიგზელებმა" შემდეგი გუნდები დააამრცხეს: "ვარკეთილი“, "სამგურალი“, "თელავი“, "გურია“ და თბილისის "საბურთალო“ დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 7 დეკემბერს, ქუთაისის "ტორპედოს“ და "ლოკომოტივი 2"-ს შორის ბათუმში გაიმართება.