ავტორიზაცია

დიდი წმენდა ლონდონის ჩელსიში — არისტოკრატებს 8 ფეხბურთელი დატოვებს

დიდი წმენდა ლონდონის ჩელსიში — არისტოკრატებს 8 ფეხბურთელი დატოვებს
თარიღი 04 Aug 2025, 19:28
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 4 კვირა რჩება და ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა არაერთი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ენცო მარესკას გეგმებში შემდეგი ფეხბურთელები არ შედიან — კრისტოფერ ნკუნკუ, კირან დიუსბერი-ჰოლი, არმანდო ბროია, ლესლი უგოჩუკვუ, კერნი ჩუკვუემეკა, რაჰიმ სტერლინგი, მარკ გიუ და ტაირიქ ჯორჯი.

როგორც ირკვევა, არისტოკრატების ხელმძღვანელობა აღნიშნული ფეხბურთელების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და აცნობა, რომ ახალი კლუბის მოძებნონ.