ავტორიზაცია

დიდი ცვლილებები ინტერში — ზაფხულში ნერაძურის 7 ფეხბურთელი დატოვებს

დიდი ცვლილებები ინტერში — ზაფხულში ნერაძურის 7 ფეხბურთელი დატოვებს
თარიღი 14 Feb 2026, 16:57
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერის ხელმძღვანელობა ზაფხულში გუნდის გადახალისებას გეგმავს.

ნერაძურის თავისუფალი აგენტის სტატუსით იან ზომერი, სტეფან დე ვრაი, ფრანჩესკო აჩერბი და მატეო დარმიანი დატოვებენ. დენზელ დუმფრისს, დავიდე ფრატეზის და ლუის ენრიკეს კი ხელმძღვანელობა ტრანსფერზე დააყენებს.

აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, ინტერის შესაძლოა ჰენრიკ მხითარიანმაც დატოვოს — მხარეები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს და სომეხი ფეხბურთელის საკითხს გადაწყვეტენ.