ავტორიზაცია

დიდი ცვლილებები მილანში — ზაფხულში გუნდს მინიმუმ 8 ფეხბურთელი დატოვებს

დიდი ცვლილებები მილანში — ზაფხულში გუნდს მინიმუმ 8 ფეხბურთელი დატოვებს
თარიღი 16 Feb 2026, 21:25
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში მილანში დიდი ცვლილებები იგეგმება და გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.

დადასტურებული ინფორმაციით როსონერიდან იჯარით გაშვებული ფეხბურთელები წავლენ — ფილიპო ტერაჩანო, იუნუს მუსა, ტომაზო პობეგა, ისმაელ ბენასერი, სამუელ ჩუკვუეზე, ლორენცო კოლომბო და ალვარო მორატა. ასევე გუნდს დატოვებს სანტიაგო ხიმენესი, რომელსაც ტრავმა აქვს და რეაბილიტაციას გადის.

პოტენციურ წამსვლელთა სიაში არიან ლორენცო ტორიანი, პერვის ესტუპინიანი, ვარენ ბონდო, იუსუფ ფოფანა, ნიკლას ფიულკრუგო და კრისტოფერ ნკუნკუ, რომელთა საკითხი ზაფხულში გადაწყდება.