დიდი ცვლილებები რეალში — როგორი სქემით ითამაშებს სამეფო კლუბი მომდევნო სეზონში?

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩაბი ალონსო ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
ესპანურ მედიაში უკვე აქტიურად იწერება სამეფო კლუბის ახალ სათამაშო სქემაზე და იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც დიდი ალბათობით სამეფო კლუბს დატოვებენ.
La_SER-ის ცნობით, ჩაბი ალონსო რეალში ძირითადად ორ სათამაშო სქემას გამოიყენებს — 5-3-2 და 4-4-2. აღნიშნულ ფორმაციაში შემტევების პოზიციაზე ესპანელი სპეციალისტი მბაპე და ვინისიუსის წყვილს მოიაზრებს, როდრიგო კი მის გეგმებში არ შედის. შესაბამისად, დიდი შანსია ბრაზილიელმა სამეფო კლუბი დატოვოს და კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
როდრიგოს გარდა, ზაფხულში მადრიდულ გრანდს დიდი ალბათობით ანდრეი ლუნინი, ხესუს ვალეხო, ფრან გარსია, ფერლან მენდი, დავიდ ალაბა, ლუკას ვასკესი, ლუკა მოდრიჩიც დატოვებენ.