ავტორიზაცია

დიეგო ფორლანი საჩოგბურთო კარიერას იწყებს

დიეგო ფორლანი საჩოგბურთო კარიერას იწყებს
თარიღი 22 Oct 2024, 19:07
Varsky Sports-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი, დიეგო ფორლანი 45 წლის ასაკში ჩოგბურთელი ხდება.

წყაროს ცნობით, ფორლანი ურუგვაის ღია პირველობაზე ითამაშებს, მისი მეწყვილე კი 101-ე ნომერი, არგენტინელი ფედერიკო კორია იქნება. ტურნირი 11 ნოემბერს დაიწყება, დიეგოს კი უაილდ ქარდი უკვე აქვს.

ფორლანი თინეიჯერობისას ჩოგბურთს თამაშობდა, შემდეგ კი ფეხბურთი აირჩია. ურუგვაელმა საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა, მაგრამ 2018 წელს ცოტა ხნით დაბრუნდა და ჰონგ კონგის კიტჩიში ითამაშა.

ამ გუნდის გარდა, ფორლანი კარიერის განმავლობაში ინდეპენდიენტეში, მანჩესტერ იუნაიტედში, ვილიარეალში, ატლეტიკოში, ინტერში, ინტერნასიონალში, სერესო ოსაკაში, პენიაროლსა და მუმბაი სიტიში ასპარეზობდა.