დიეგო კოშტა: "ჰალკმა ღამის ერთ ოთახში გატარება შემომთავაზა, მე კი ვუთხარი, რომ თავისი უკანალით მაცდუნებდა"
მადრიდის "ატლეტიკოსა" და ლონდონის "ჩელსის" ექს-თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ ყოფილი თანაგუნდელის, ჰალკის შესახებ იხუმრა.
მოგეხსენებათ, ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ეს ფეხბურთელები ერთად "ატლეტიკო მინეიროს" ღირსებას იცავდნენ.
"იყო და რჩება ამ კლუბის შესანიშნავ ვარსკვლავად. როცა გუნდში მივედი, პირველმა მან დამირეკა და შემომთავაზა, რომ ღამე ერთ ოთახში გაგვეტარებინა".
"ვუთხარი: "ჰალკ, შენი უკანალით მაცდუნებ". ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით", - ციტირებს 33 წლის ესპანელის სიტყვებს talkSPORT-ი.
ცნობისთვის, დიეგო კოშტას "ატლეტიკო მინეიროში" 6 თვეც კი არ გაუტარებია - გუნდს იგი 2021 წლის 14 აგვისტოს შეუერთდა და 2022 წლის 7 იანვარს დატოვა, ამჟამად კი უკლუბოდაა.