ავტორიზაცია

დიეგო კოსტა ევროპაში დაბრუნებასთან ახლოსაა

დიეგო კოსტა ევროპაში დაბრუნებასთან ახლოსაა
თარიღი 26 Jan 2022, 02:00

„ჩელსის“ და „ატლეტიკოს“ ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო კოსტა, ევროპაში დაბრუნებასთან არის ახლოს.

II Mattino-ს ინფორმაციით, 33 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე შესაძლოა იტალიურ „სალერნიტანაში“ გადავიდეს.

ამჟამად სკანდალური ფორვარდი თავისუფალი აგენტია, მას შემდეგ რაც 17 იანვარს „ატლეტიკო მინეიროსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.

ბრაზილიურ გუნდშიც კოსტამ დიდი დრო ვერ გაატარა - 2020 წლის ზამთარში მან „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ნახევარი წელი უკლუბოდ იყო და ზაფხულში კონტრაქტი „მინეიროსთან“ გააფორმა, თუმცა ეს გუნდიც მალევე დატოვა.

„სალერნიტანაში“ ამჟამად სხვა ვეტერანი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერიც ასპარეზობს.