ავტორიზაცია

დიეგო ლუგანო: "ყველასთვის აშკარაა, რომ მესის მუნდიალის მოგებაში დაეხმარნენ, 5 დადებული პენალტიდან 4 არ იყო"

დიეგო ლუგანო: "ყველასთვის აშკარაა, რომ მესის მუნდიალის მოგებაში დაეხმარნენ, 5 დადებული პენალტიდან 4 არ იყო"
თარიღი 16 მაი 2023, 22:44
„პსჟ-ს“ და ურუგვაის ნაკრების ექს-მცველის, დიეგო ლუგანოს აზრით, არგენტინას მუნდიალის მოგებაში დაეხმარნენ.

„არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობაში დაეხმარნენ. არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ მათ დახმარების ხელი გაუწოდეს. არა, თავიანთი დამსახურებაც იყო, მაგრამ არავისთვისაა საეჭვო, რომ 5 დანიშნული პენალტიდან, რომელიც არგენტინის სასარგებლოდ დაიდო, 4 არ უნდა დანიშნულიყო, რეალობა ეს არის.

ეს მესის დამსახურებაა, რომელიც მსოფლიო დონეზე საკუთარ თავს ძალიან იპიარებს. თქვენ შეიძლება მაიკ ტაისონი შეგხვდეთ მესის მაისურით, ან ტაიგერ ვუდსი, ან სულაც როჯერ ფედერერი. მართლა ფიქრობთ, რომ ფიფა ვერ ხედავს ამ ყველაფერს და ამას არ იყენებს?

მესის და, შესაბამისად, არგენტინის ნაკრების დამსახურება კი იმაშია, რომ მათ ამ შანსის გამოყენება მოახერხეს.“, - აღნიშნა ლუგანომ.