ავტორიზაცია

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თარიღი 10 Mar 2025, 12:18
ბრიტანული მედიის ცნობით, დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე 7 პირის შესაძლო დანაშაულზე იმსჯელებენ.

Independent-ის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გარდაცვალების საქმეზე 7 ექიმს და ექთანს სხვადასხვა ბრალი აქვს წარდგენილი და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 25 წლით ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს სახლში გარდაიცვალა. 3 ნოემბერს, მას ტვინის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და 12 ნოემბერს სახლში გაწერეს.