ავტორიზაცია

დიეგო სიმეონე: "ფელიქსი? ატლეტიკო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი"

დიეგო სიმეონე: "ფელიქსი? ატლეტიკო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი"
თარიღი 26 Jul 2023, 22:13
„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟოაო ფელიქსის მომავალზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის საოცნებო კლუბი „ბარსელონაა“, რამაც „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ გუნდში არავინ არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე „ატლეტიკო მადრიდი“.

„ატლეტიკო“ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი.“, - ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს ფაბრიციო რომანო.