ავტორიზაცია

დინამო არენაზე ერთმანეთს დინამოს და აიაქსის ლეგენდები დაუპირისპირდებიან

დინამო არენაზე ერთმანეთს დინამოს და აიაქსის ლეგენდები დაუპირისპირდებიან
თარიღი 15 Sep 2025, 14:45
დინამო თბილისის 100 წლის იუბილე ლეგენდების მატჩით აღინიშნება. Sports Orient-ის ორგანიზებით, დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისს ამსტერდამის აიაქსი ესტუმრება.

მატჩი 19 ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება. ჯერჯერობით, ამ თამაშში მონაწილე ფეხბურთელების ვინაობა უცნობია და ეტაპობრივად გავეცნობით.

ბილეთების შეძენა გულშემატკივარს უკვე შეუძლია TKT.GE-ზე.

მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დინამო თბილისის ლეგენდების გუნდში ალექსანდრე იაშვილი, ხოლო აიაქსის ლეგენდებში რაფაელ ვან დერ ვაარტი ითამაშებს.