ავტორიზაცია

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის გამარჯვებულია
თარიღი 25 ნოე 2023, 01:58
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "დინამო ბათუმსა" და "თელავს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა 24-ე წუთზე გახსნა, გიორგი ზარიამ სხვაობა ორამდე მეორე ტაიმის სტარტზე გაზარდა.

მატჩის მიწურულს კი ფაცაციამ შედევრი გოლი შემოგვთავაზა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმი საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.