დინამო ბათუმი კონფერენს ლიგას გამოეთიშა
ცოტა ხნის წინ დასრულდა დეჩიჩსა და დინამო ბათუმს შორის კონფერენს ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა.
მონტენეგროში გამართულ მატჩში გოლი არ გასულა, რაც ნიშნავს, რომ ქართული კლუბი ევროტურნირს დაემშვიდობა, რადგან პირველი შეხვედრა 0-2 ჰქონდა წაგებული.
1 აგვისტოს კონფერენს ლიგაზე კიდევ 2 ქართული გუნდი იასპარეზებს: ტორპედო ქუთაისში ომონოიას დაუპირისპირდება, იბერია კი ალბანეთში პარტიზანის შეხვდება. ქუთაისელები პირველ მატჩში 1-3 დამარცხდნენ, თბილისელებმა კი 2-0 მოიგეს.