დინამო ბათუმმა სტუმრად თელავი დაამარცხა [VIDEO]
![დინამო ბათუმმა სტუმრად თელავი დაამარცხა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/V2r5HoI5PQSt6ztNWf4tIFa7vbDIPwbT.jpg)
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი "დინამო ბათუმსა" და "თელავს" შორის შედგა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა.
59-ე წუთზე მამუჩაშვილმა ჯარიმა კარგად დაარტყა, რომელიც ჩოჩიშვილმა მოიგერია, ჯიღაურმა დაამატარა და ანგარიში გახსნა.
61-ე წუთზე კუთხურს არეულობა და ალთუნაშვილის გოლი მოჰყვა. 66-ე წუთზე არდაზიშვილმა გაათანაბრა, თუმცა "თელავმა" 1:2 წააგო.