დიოგო კოშტას ტრანსფერზე ორი გრანდი მუშაობს

ესპანური მედიის ცნობით, პორტუს მეკარე, დიოგო კოშტა გრანდების რადარებზე მოექცა და დიდი შანსია, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.
El Nacional-ის ცნობით, 25 წლის პორტუგალიელი მეკარის ტრანსფერით ბარსელონა და ბაიერნი დაინტერესდნენ — პორტუ მას 60 მილიონ ევროდ აფასებს.
დიოგო კოშტა პორტუს აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2019 წლიდან ირიცხება. მან კლუბის მაისურით 167 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 71-ჯერ კარი მშრალად შეინახა.