დიოგუ კოშტას სასწაულში რიკარდოს ხელი ურევია
გუშინ ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფნალში, ერთმანეთს პორტუგალია და სლოვენია დაუპირსპირდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა მოგების შანსი, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.
პორტუგალია ევრო სარბიელზე მიჩვეულია საფეხბურთო ლატარეით შემდეგ ეტაპზე გასვლა. ეს მოხდა 2004 წელს, როდესაც პორტუგალიელებმა ინგლისი დაამარცხეს და რიკარდო პორტუგალიელთა, მეკარე ისტორიაში შევიდა. შეგახსენებთ, რომ ''წითლების'' პირველმა ნომერმა, პენალტების მოგერიება ხელთათმანების გარეშე გადაწყვიტა და ეს წარმატებითაც გამოუვიდა, ასევე გასახსენებელია 2016 წელი, როდესაც პოლონეთი დაამარცხეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
გუშინ დიოგუ კოშტამ, პატარა სასწაული შემოგვთავაზა და სლოვენიელებმა ვერცერთი პენალტის გატანა ვერ მოახერხეს. პორტოს მეკარემ სამიდან სამი დარტყმული მოიგერია, შეგახსენებთ იმასაც, რომ კოშტამ ძირითად დროშიც გადაარჩინა თავისი გუნდი და იხსნა მარცხისგან. 2004 წლის გმირი რიკარდო ტყვილად არ გვიხსენებია. დღეს დღეისობით რიკარდო მუშაობს პორტუგალიელთა სამწვრთნელო შტაბში და ამზადებს მეკარეებს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ კოშტამ იდეალურად ითამაშა პენალტების სერიაში.
temo
ტოპ კომენტარი
0
03 Jul 2024, 11:50
რიკარდომ ხელთათმანები ეისებიოს მითითებით მოიხსნა, ეგ მომენტი კარგად მახსოვს. თამაშის შემდეგ მადლობებს სწორედ ეისებოს უხდიდა.