დირექტორები უკვე ლონდონში არიან - ლუკაკუ სერია ა-ს სხვა კლუბში გადადის?

ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს მომავალი კვლავ გაურკვეველია და ბოლო პერიოდში, მას კარიერაში ბევრი რამ აქვს არეული.
ჯერ "ინტერში" რჩებოდა, შემდეგ მოლაპარაკებებს "იუვენტუსთან" აწარმოებდა, ახლა კი "ჩელსიშია", თუმცა ძირითად გუნდში არ ათამაშებენ.
დღეს დადასტურებული ინფორმაციით, ლუკაკუს შეძენით აქტიურად "რომა" ინტერესდება.
ცნობილია, რომ რომაელთა ხელძღვანელობა დღეს ლონდონში ჩაფრინდა, სადაც "ჩელსის" მატჩს დაესწრება და ამ კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება.
თუმ ისინი თანხაზე შეთანხმდებიან, ლუკაკუს "რომაში" გადასვლას წინ აღარაფერი დაუდგება.