ავტორიზაცია

"დისკომფორტი - ნორმალურია", - ბეილს ჰკითხეს, თუ რატომ არ იყო კლასიკოს განაცხადში, თუ ნაკრებში სათამაშოდ მზადაა

"დისკომფორტი - ნორმალურია", - ბეილს ჰკითხეს, თუ რატომ არ იყო კლასიკოს განაცხადში, თუ ნაკრებში სათამაშოდ მზადაა
თარიღი 23 Mar 2022, 20:59

უელსის და მადრიდის „რეალის“ შემტევმა გარეტ ბეილმა თავის ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

ბრიტანელმა 20 მარტს გამართული კლასიკო ზურგის პრობლემების გამო გამოტოვა, უელსის ნაკრებში კი პირველივე ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა.

„დისკომფორტი ნორმალურია, მე ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მზად ვარ სათამაშოდ, რადაც არ უნდა დამიჯდეს.“ - აღნიშნა 32 წლის ფეხბურთელმა.

„რეალის“ მაისურით ბეილს 15 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, უელსის ნაკრები 24 მარტს ავსტრიას დაუპირისპირდება.