ჟერვინიო და ბრუნო პერესი კარიერას თურქულ კლუბში გააგრძელებენ
"პარმას" თავდამსხმელი, ჟერვინიო კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
"ტრაბზონსპორის" პრეზიდენტმა, აჰმეტ აღაოღლუმ განაცხადა, რომ 33 წლის კოტდ'ივუარელთან კონტრაქტი შეათანხმა.
აგრეთვე, კლუბს "რომას" მცველი, ბრუნო პერესიც შეუერთდება.
"უკვე ყველა დეტალი შევათანხმეთ. დაახლოებით ერთ კვირაში ისინი თურქეთში ჩამოვლენ და კონტრაქტებს გააფორმებენ", - აღნიშნა "ტრაბზონსპორის" პრეზიდენტმა.
ჟერვინიომ მიმდინარე სეზონში "პარმას" მაისურით სერია ა-ში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
31 წლის პერესის ანგარიშზე კი ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 44 მატჩში გატანილი ორი ბურთი და გაკეთებული ოთხი შედეგიანი პასია.