ავტორიზაცია

ჟერვინიომ კარიერა შესაძლოა მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელოს

ჟერვინიომ კარიერა შესაძლოა მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელოს
თარიღი 11 Apr 2021, 23:53

"პარმას" თავდამსხმელი, ჟერვინიო შეიძლება "უნამ პუმასში" გადავიდეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, 33 წლის კოტდ'ივუარელის აგენტი მექსიკაშია, სადაც ადგილობრივ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სავარაუდოდ, აფრიკელი "უნამ პუმასში" ხუან იტურბეს შეცვლის.

მიმდინარე სეზონში "არსენალისა" და "რომას" ექს-შემტევმა სერია ა-ში 20 მატცი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.