დნმ-ის ტესტის პასუხი ცნობილია - საიდან არის ვინისიუსი წარმოშობით?

რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, ვინისიუს ჟუნიორმა დნმ-ის ტესტი ჩაიტარა, რათა გაეგო, წარმოშობით საიდანაა.

შედეგად, გაირკვა, რომ ვინი წარმოშობით კამერუნელია. კერძოდ, მისი წინაპრები ერთ-ერთი ტომის, ტიკარის წევრები იყვნენ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ. თავისი წარმოშობის შესახებ ბევრმა ბრაზილიელმა არ იცის. ბედნიერები ვართ, ჩვენ კამერუნიდან ვართ," - თქვა ვინისიუსის მამამ.
O vídeo que a CBF postou em suas redes sociais para a campanha anti-racista e para mostrar o teste de ancestralidade do Vinicius Júnior.
— DataFut (@DataFutebol) November 20, 2024
O resultado foi que os ancestrais do Vini são da tribo de Tikar, em Camarões.
pic.twitter.com/xOjYpb0vCO
ჟუნიორს, ურუგვაისთან დღეს გამართული მატჩის (1-1) წინ, თავისი წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
